ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს, დასრულდა ხელოვნურსაფარიანი სამი მინისტადიონის მშენებლობა. უწყების ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. 2024 წელს დაგეგმილია ხუთი მინისტადიონის სრული რეაბილიტაცია.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის და გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ღელე შხერულაზე ხიდის და გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტს ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერით მერია ახორციელებს. "პროექტით გათვალისწინებულია ლითონის ხიდის მშენებლობა, ორ ადგილას რკინა-ბეტონის მილხიდის და ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით გზაზე გადაადგილება უსაფრთხო გახდება, ხოლო საკარმიდამო მიწის...
წიწვოვანი მცენარეების რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. “გაუფრთხილდი შენი ქვეყნის უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს – ნუ მოჭრი ნაძვს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტში, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, სახელმწიფო ორგანოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით სხვადასხვა ტიპის ღონისძიება გაიმართა. მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირი თამუნა სიჭინავა და შსს ხობის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელი ხათუნა ესებუა ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდნენ და...
ხობში კამპანია “არა ფემიციდს” გაიმართა
ფოთის და სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის – „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებს, ფოთის მე-2, მე-11 და მე-15 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს შეხვედნენ. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პროკურორებმა ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის...
სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე. უწყების ცნობით, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება. „აღნიშნული...
ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. "სამუშაოების დასრულების შემდეგ დასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 25 ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტს ხობის მუნიციპალიტეტის მერია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ახორციელებენ."-აღნიშნულია ინფორმაციაში.
“ენმ”-ს ხობის ორგანიზაციის 30-მდე წევრმა პარტია დატოვა
ხობის მუნიციპალიტეტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 30-მდე წევრმა პარტია დატოვა. მათგან 10 საკრებულოს წევრია. აღნიშნულის შესახებ ხობის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ია ჯიშკარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სები: საპენსიო სესხების რეკლამირება იკრძალება
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს...










