პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა იმ ინვესტორის ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ინტერესი გამოხატა. ამის შესახებ მან პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა. “ანაკლიის პორტის თაობაზე მე არაერთხელ განვაცხადე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, მთავრობის დაფინანსებით. 51% იქნება მთავრობის საკუთრება, დანარჩენზე გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა. ამ საკითხების დამუშავება...
განათლების სამინისტრო: გამოცდებისთვის მზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება
მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში 2023 წლის გამოცდებისთვის მზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. წინასაგამოცდო მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გივი მიქანაძესთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან, სოფიო გორგოძესთან ერთად პირადად გაეცნო. როგორც...
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, აჭარის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...
ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნებაზე ჯარიმები გაიზარდა
პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა. ასევე,...
შავღელეში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან ბაირამი მიულოცეს
ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ მიულოცა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყურბან-ბაირამის ლოცვა შავღელეს მეჩეთის წინამძღვარმა, ზურაბ ტარიელაძემ აღავლინა. ინფორმაციისთვის: ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული სამი დღე გრძელდება და რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება.
შეხვედრა ოჯახში ძალადობის საკითხზე
დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის და გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან გენდერული თანასწორობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე შეხვედრები გაიმართა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომელმა თამთა ალანიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებში სპეციალისტმა თამუნა სიჭინავამ და არასამთავრობო ორგანიზაცია „დავიწყოთ ახლას“ დირექტორმა ნანა გოგოხიამ მოქალაქეებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, გენდერული...
მერმა მკლავჭიდელებს გამარჯვება მიულოცა
ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის მოადგილე დავით ბერაია მოლდოვაში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულ და პრიზიორ ხობელ მკლავჭიდელებს და მათ მწვრთნელს შეხვდნენ და პირველობაზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცეს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ პირველობაზე ხობელმა მკლავჭიდელებმა სხვადასხვა სინჯის 7 მედალი (4 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო)...
პირველ მაისში ხიდი და გაბიონი მოეწყო
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკვიკვინიოში მდინარე მუნჩიაზე საცალფეხო ხიდის მშენებლობა და ხიდთან – ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა დასრულდა. უწყების ცნობით, პირველ მაისში განხორციელებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურული პროექტები მერიამ, მოსახლეობის წინადადების საფუძველზე, ადგილობრივი ბიუჯეტის და სტიქიის შედეგად...
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ განახორციელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე განახორციელებს, – ამის შესახებ განცხადებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. “საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე...
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი – მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი დაიღუპა. ინფორმაციისთვის: რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 46 ქართველი მებრძოლია დაღუპული.










