შუა ხორგაში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონი აშენდა

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის მშენებლობა დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად დამონტაჟდა განათების სისტემა, დაიგო ხელოვნური საფარი და მოეწყო სკამები. ახალი სტადიონი ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა გია ჩაბალუხამ დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება...

მოსახლეობას მოუწოდებენ ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. “ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. შესაბამისად, გაზრდილია ტყის ხანძრების რისკები. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა...

გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია. უწყების ცნობით, ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალეა. “როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს...

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო

საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო. აღსაზრდელთა რეგისტრაცია შესაძლებელია: ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების “ სტრუქტურულ ერთეულებში. რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ბავშვის დაბადების მოწმობა (2 ეგზემპლარი); ჯანმრთელობის ცნობა (ჩატარებული აცრების მითითებით); შშმ ბავშვის შემთხვევაში, ფორმა №IV-100 ან ფორმა №50 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაგა-ბაღში ჩართვის შესახებ; ფოტოსურათი...

დღეს, 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერისგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები: მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #804 თბილისი-ბათუმი 17:05 #807 ბათუმი-თბილისი 17:15 #801 ბათუმი-თბილისი 18:20 #812 თბილისი-ბათუმი 0:35 #811 ბათუმი-თბილისი 0:45 #869 ზუგდიდი-თბილისი 17:25...

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში,...

„საქართველოს რკინიგზა“ 3 ივლისს გაუქმებული რეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის გამო სარკინიგზო მიმოსვლა კვლავ შეფერხებული რჩება. „საქართველოს რკინიგზა“ 3 ივლისს გაუქმებული რეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის, 3 ივლისს გაუქმდა შემდეგი რეისები: მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #806 თბილისი-ბათუმი 06:30 #805 ბათუმი-თბილისი 14:30 #802 თბილისი-ბათუმი 08:00 #803 ბათუმი-თბილისი...

უკრაინაში დაღუპული ორი მებრძოლი – მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ორი მებრძოლი – მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. ინფორმაციისთვის: 2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 46 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საგამოცდო სივრცე დაათვალიერებინა და დეტალურად გააცნო ის წესები და პროცედურები, რომლებიც იმოქმედებს 2023 წლის გამოცდებზე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ  24 საგამოცდო ცენტრი იხსნება, რომლებიც გამოსაცდელების მისაღებად უკვე სრულ მზადყოფნაშია. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში,...

ჩატარდა ტრენინგი გენდერული თანასწორობის საკითხებზე

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგზე, გენდერული ბიუჯეტირების და გენდერული მეინსტრიმინგის მიმართულებაზე ისაუბრეს.ტრენინგს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილეები რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია, მერიის სამსახურის უფროსები, საკრებულოს წარმომადგენლები და გენდერულ თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. წყარო