16 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ. 2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი...

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ,...

პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ამასთან, 2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. “აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი...

ლიტერატურული პროექტის – „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში მწერლებთან შეხვედრა გაიმართა

6 ოქტომბერს, ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურული პროექტის - ,,ცოცხალი წიგნების’’ ფარგლებში მწერლებთან შეხვედრა გაიმართა. ლიტერატურულ საღამოზე მწერლებმა: ბაჩო კვირტიამ, ნანა ქელეხიძემ, გივი ჩიღვინაძემ, ეკა ქაჯაიამ და რაულ ჩილაჩავამ მკითხველებს თავიანთი შემოქმედება გააცნეს. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და თვითმმართველობის წარმომადგენლები...

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა. ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახა. ადგილზე პოლიცია იყო მობილილიზირებული.

გაიმართა „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი

დღეს, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდების მონაწილეობით „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი გაიმართა. ინტელექტუალური კონკურსის გამარჯვებული პატარა ფოთის სკოლა გახდა, მეორე ადგილი საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე შუა ხორგის სკოლის გუნდი გავიდა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის...

ხობში მწერლებთან შეხვედრა გაიმართება

6 ოქტომბერს, ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში მწერლები: ბაჩო კვირტია, ნანა ქელეხიძე, გივი ჩიღვინაძე და ეკა ქაჯაია ლიტერატურის მოყვარულებს შეხვდებიან და თავიანთ შემოქმედებას გააცნობენ. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მწერლებთან შეხვედრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურული პროექტის ,,ცოცხალი წიგნების’’ ფარგლებში გაიმართება. პროექტის მიზანია მწერლებისა და მკითხველების შეხვედრების ორგანიზება, თანამედროვე...

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი პირი დაშავდა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზირებული იყო პოლიცია.

მომავალი წლიდან პენსიები იზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “2024 წლიდან ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით იზრდება. 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია გაიზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის...

ხობში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებში გაიმართება. ხობში, ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება დადიანის №185 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა); “წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია – ყველა ერთისთვის,...