ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს და ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგვიჩიოში ხე-ბუჩქნარისგან და ნატანი მასისგან იწმინდება 3-კილომეტრიანი წყალშემკრები არხი, ხოლო ახალ ხიბულაში - 1.4 - კილომეტრიანი არხი. სამელიორაციო არხების რეაბილიტაციის შედეგად გაიზრდება არხების გამტარობა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობა. სამელიორაციო სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
„მე მიყვარს ხობი“
დღეს, ქალაქ ხობში სადღესასწაულო ღონისძიება “მე მიყვარს ხობი“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი და ტრადიციული მეგრული კერძების მომზადების მასტერკლასი გაიმართა. მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. საზეიმო ღონისძიებაზე 2023 წლის ხობის საპატიო მოქალაქეთა, ღვაწლმოსილ პედაგოგთა და წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული...
დღეს “მე მიყვარს ხობი” გაიმართება
დღეს, ხობის ცენტრალურ პარკში "ხობელობა 2023" გაიმართება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრში, სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. იხილეთ ღონისძების პროგრამა: 14: 00 - მხატვრების თამარ ნადირაძე- ბუკიას და ნათია სანიკიძის ნამუშევრების გამოფენა; 14:30 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; 15:00 - შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები; 16:00 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი; 17:00...
ნოჩხონში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოჩხონში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ნოჩხონში გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია გაეცნენ. პროექტის შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ეზოებთან მისასვლელების მოწყობა. სარეაბილიტაციო ობიექტზე ასფალტის საფარის პირველი ფენა დაგებულია...
რაჰიპ მამედოვის ბიუსტი გაიხსნა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, 1987 წელს ამავე სოფელში გმირულად დაღუპულ რაჰიბ მამადოვის განახლებული ბიუსტი და სკვერი გაიხსნა. მანამდე კი ხობის კულტურის სახლში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, აზერბაიჯანის ელჩი და ბათუმში თურქეთის კონსული ესწრებოდნენ. რაჰიბ მამადოვმა...
შუა ქვალონის და ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის და ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 201 681 ლარს შეადგენს. სკოლების რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან ლიპარტიასთან და ეკონომიკისა...
გაიმართება რაჰიპ მამმადოვის ბიუსტის გახსნის ცერემონია
20 ოქტომბერს გაიმართება 1987 წელს, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში, სტიქიის სამაშველო ღონისძიებების დროს, 28 ადგილობრივი მცხოვრების გადარჩენისას გმირულად დაღუპული რაჰიბ მამმადოვის ბიუსტის გახსნის ცერემონია.
პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა
პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ვერ შედგა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას პარლამენტის86-მა წევრმა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგი პარლამენტის 1 წევრი იყო. კენჭისყრის შედეგების შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე რჩება. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. კენჭისყრისას, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, “ქართული ოცნების” უმრავლესობის წევრების გარდა, “ევროპელი სოციალისტები”, “გირჩის” წევრები...
ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა,რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს...
რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება
მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები...










