„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა დააზიანა ქუთაისი-სოხუმის DN500მმ მაგისტრალური გაზსადენი. “აქედან გამომდინარე, 11 ივლისის 07:50 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება სრულად შეუწყდა ზუგდიდის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს, ასევე ანაკლიის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის,...
ხობში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ ხობსა და სოფლებში დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, გზები და სავარგულები. წყალი შევიდა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე და სახლებში. ჩამორეცხილია გზები, დაზიანებულია ხიდბოგირები, მდინარემ რამდენიმე ადგილას გაარღვია დამბა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისგან იწმინდება არხები და ღელეები. სტიქიის ზონაში იმყოფებიან მერიის ხელმძღვანელი პირები და...
სტიქიამ პრობლემები შექმნა ხობში
წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნას. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისგან იწმინდება სანიაღვრე არხები და ღელეები. ადგილზე მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ჯგუფები. "ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზების სავალი ნაწილი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და სავარგულები.ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის...
ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს დაფინანსებით თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. პროექტის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია. უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად, წინასწარი ბაზრის კვლევის საფუძველზე, უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების,...
ხამისკურში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამშრობ მასივზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან იწმინდება სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხები. უწყების ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობებზე არხების გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, ხოლო აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება. სამელიორაციო სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაცია“ აწარმოებს.
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 30 ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2023 წლის ივნისის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 30 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 28 პირი, მათგან დაკავებულია 11 პირი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...
ხობში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს. 6 მუნიციპალიტეტის: აბაშის, სენაკის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის 27 დასახლებულ პუნქტში პროექტის ფარგლებში აშენდება 343 648 გრძივი მეტრი გაზსადენი და 4 687 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის...
შუა ხორგაში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონი აშენდა
ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის მშენებლობა დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად დამონტაჟდა განათების სისტემა, დაიგო ხელოვნური საფარი და მოეწყო სკამები. ახალი სტადიონი ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა გია ჩაბალუხამ დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება...
მოსახლეობას მოუწოდებენ ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. “ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. შესაბამისად, გაზრდილია ტყის ხანძრების რისკები. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა...
გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია. უწყების ცნობით, ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალეა. “როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს...