ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგა ჭითანავას სახელობის მინი-სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის გოგა ჭითანავასა და ჯარისკაცის ლევან ტურავას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა. მემორიალური ტურნირის გამარჯვებული ხეთის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა. ფინალურ მატჩს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ხობის...
გამოცდების აპელაციის შედეგები 29 აგვისტოს გამოქვეყნდება
ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ 29 აგვისტოს გამოქვეყნდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგების გვერდზე ასევე გამოქვეყნდება გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. “აქვე შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის – 30 აგვისტოს 18:00 საათამდე –...
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ხობის მუნიხიოალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარე განათების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს: ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა პირველ ხორგაში, ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საალანიო-საფაჩულიოში, შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გამოღმა შუა ხორგაში და გაღმა შუა ხორგაში, პატარა ფოთში. უწყების...
წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა
წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არსებულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატებს, ანტიჰიპერტენზიული, ანტიკოაგულაციური, ანტიჰისტამინური, ანტიბიოტიკები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები დაემატა. “ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე,...
ქვემო ქვალონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. მედიის ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი გადავიდა და ბიძს შეეჯახა. ფაქტზე გმიმდინარეობს.
შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის უახლესი CGM სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შაქრიანი დიაბეტის „ტიპი 1“ დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო. უწყების ცნობით, კომპანია Medtronic-ის უახლესი, მეოთხე თაობის მოწყობილობა – Guardian 4 მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს. ეს არის დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. „როგორც მესამე, ისე...
შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 5 და 9 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. “კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. გარემოს ეროვნული...
მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განცხადების მიღება დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს. “ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება. წლის განმავლობაში განაცხადების მიღება ორ ეტაპად ცხადდება და...
შეხვედრა ფერმერებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააკონფერენციო დარბაზში, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა, ხობის მუნიციპალიტეტის ბიზნეს სექტორის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის კონცეფციის შესახებ....
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ტოიოტა პრიუსი“ ტრაილერს დაეჯახა. დაშავებულების მდგომარეობას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება