ხობში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება

ქალაქ ხობში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მოქალაქეებს 11 ივლისს, 11:00 საათიდან, ქალაქ ხობში, ცოტნე დადიანის ქუჩა N187-ში, ხობის კულტურის სასახლის ფოიეში, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ აქციაში. სისხლის უანგარო დონაციის აქცია „გაიღე სისხლი, მიეცი იმედი: ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და...

ქვემო ქვალონში მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის შესაბამისად დაიგო ხელოვნური საფარი, მოეწყო ლითონის ღობე და სკამები. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 116 000 ლარი შეადგინა.

9-11 ივლისს მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 9-11 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა. იმერეთის, სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო...

ხობში სკრინინგული კვლევები ჩატარდება

10 ივლისს ქალაქ ხობში, „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება სკრინინგული კვლევები. კვლევებს, დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სახელმწიფო პროგრამის ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის" ფარგლებში ატარებს. კვლევები მოიცავს: ძუძუს კიბოს სკრინინგს, 40-70 წლის ასაკის ჩათვლით ქალებში (მამოგრაფიული კვლევა) და პროსტატის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ასაკის მამაკაცებში....

ნუგზარ წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ნუგზარ წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირის ფინალური შეხვედრები და დაჯილდოება გაიმართა. სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 125 ნორჩი მოჭიდავე მონაწილეობდა. გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით,...

5 ივლისს, მოსალოდნელია ხანმოკლე ძლიერი წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ივლისს დღისით, აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს...

ხობელმა მოჭიდავემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იტალიის ქალაქ კაორლეში გამართულ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21...

1-3 ივლისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 1-3 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 1-3 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “1-2 ივლისს ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება. 3...

ხამისკურში გზის და ხეთაში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხამისკურში პროექტის შესაბამისად იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები და რკინა-ბეტონის კიუვეტები. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1,7 მილიონ ლარს შეადგენს....