გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების...
ჭალადიდის და საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის და საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მორიგი, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საგვიჩიოში ასფალტის საფარი დაიგება და ეზოებთან მისასვლელები მოეწყობა. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 180 000 ლარია. „ჭალადიდში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგება და ეზოებთან მისასვლელები და საგზაო ნიშნები მოეწყობა....
“სოფლის ბინადარნი”
ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თოჯინების თეატრის სპექტაკლის -"სოფლის ბინადარნი" პრემიერა გაიმართა. როლები ოსტატურად მოირგეს და პატარებს დაუვიწყარი ემოცია აჩუქეს: თამარ მირცხულავამ, გიორგი ლატარიამ, დავით ჯორჯიკიამ, ბარბარე სოსელიამ, ლიზი ძალამიძემ და ირაკლი ძიძავამ. სპექტაკლი, რეჟისორმა მანანა შამათავამ დადგა. სპექტაკლს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის...
პრემიერ-მინისტრი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცით, მთავრობის მეთაურმა განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა და სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ტყემალაძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე წარუდგინა. შეხვედრაზე რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში...
ხობის მუნიციპალიტეტს “მობილური საკონსულტაციო ცენტრი” ეწვია
იურიდიული დახმარების სამსახურის „მობილური საკონსულტაციო ცენტრი" ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "მობილური საკონსულტაციო ცენტრი" არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კონფიდენციალურობის დაცვით, საჭირო შემთხვევაში მომზადდება სამართლებრივი დოკუმენტები. 20 მარტი...
ნოჯიხევში დევნილთა დასახლებაში წყლის სისტემის მოწყობა დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში-აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში წყლის სისტემის მოწყობა დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად დასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული 25 ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს. ინფორმაციისთვის: წყლის სისტემის პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ განახორციელეს.
პატარა ფოთი-ჭალადიდის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები აქტიურად ხორციელდება. უწყების ცნობით, პატარა ფოთი-ჭალადიდის დამაკავშირებელი, ოთხკილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 2 918 848 ლარია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პატარა ფოთისა და ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროცესს...
ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად - ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება 1100-მეტრიანი წყალშემკრები არხი. ახალსოფელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ. პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება არხის გამტარუნარიანობა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება. სამელიორაციო...
ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. არსებულ ორკილომეტრიან მონაკვეთზე აქამდე მხოლოდ გრუნტის გზა იყო. ახალი გზის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარამდე გამოიყო, გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემაც. მიმდინარე პოცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ხობის მერთან დავით ბუკიასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. საგზაო ინფრასტრუქტურის...
14 მარტს, “პატარა სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართება
14 მარტს, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში გაიმართება ქორეოგრაფიული ანსამბლის, „პატარა სუხიშვილების“ კონცერტი. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.