სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 26 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. თავისუფალი საწოლ ფონდი რაოდენობა 61. რუხის კლინიკაში იმყოფება 170 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 42. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 39 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 46 კოვიდ პაციენტი,...
ხობმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სავარგულები, ეზოები, წყალი შევიდა რამდენიმესახლის პირველ სართულზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისაგან იწმინდება არხები. ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე ეცნობა....
კორონავირუსით ხობში მცხოვრები ორი პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 26 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 196 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 55 პირი. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 37 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 47 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3...
“საქართველოსთვის” ხობში მერობის კანდიდატი ბადრი ჯობავა იქნება
დღეს, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ, ხობის მერობის კანდიდატად ბადრი ჯობავა წარადგინა.
საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ იმუშავებენ
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, განაცხადა, რომ სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა 4 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება. “4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს“, – განაცხადა ღიბრაძემ.
საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობა 4 სექტემბრიდან არ აღდგება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგძლივდება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ხობში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 23 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 183 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 55 პირი. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 41 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 47 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 ადამიანი. აბაშის...
“ქართულმა ოცნებამ” ხობში მერობის კანდიდატად დავით ბუკია წარადგინა
“ქართული ოცნების” ლიდერებმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში მერობის კანდიდატად დავით ბუკია წარადგინა.
საფეხბურთო მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი საფეხბურთო მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება. მაყურებლის გარეშე ჩაივლის 2 სექტემბერს ბათუმში საქართველოს და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი.
25 აგვისტოდან კვების ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებენ
25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. “25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად 23:00 საათისა დასაშვები იქნება 22:00 საათამდე. პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.