2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება

2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ. “წელს აბიტურიენტებს, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ. სტუდენტები, რომლებიც წელს...

დღეიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 აპრილიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია. პირველი აპრილიდან ასევე ძალაში შედის პლასტმასის...

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი, მწერალი, მთარგმნელი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული გმირი, ზვიად გამსახურდიას დღეს, 87 წლის გახდებოდა. 34 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას:...

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. “ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო...

30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. “მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო...

მერია – ხობის მუნიციპალიტეტში 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი (კმ293-კმ298) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის პერიოდული შეკეთების ფარგლებში ეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 3.57 მლნ. ლარს...

2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინიტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების ოდენობაც გაიზრდება. “საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების...

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხობში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები გამოავლინეს ზუგდიდის, მარტვილისა და ხობის მუნიციპალიტეტებში. “სოფელ ნალეფსაოში მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში არსებულ ხის ფარდულში მოწყობილი უკანონო სახერხი საამქროს მიმდებარედ სხვადასხვა სახეობის დაუფირნიშებელი 48 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 1 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის...

საპატრიარქო – მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება შეეძლება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მრევლს...

21-23 მარტს დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 21-23 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. “ქ. თბილისში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ...