ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფრასტრუქტურულ პროექტი, ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა. პროექტის შესაბამისად დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ეზოებთან მისასვლელები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ამოიწმინდა სანიაღვრე არხები. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 439 484 ლარი შეადგინა....
პირველ მაისში ასფალტის საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს
პირველ მაისში მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს. საუბნო გზის რეაბილიტაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი გია ჩაბალუხა გაეცნენ. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და 2023 წელს დასრულდება. ხობის მუნიციპალიტეტუს ნერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული...
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია ემსხვერპლა. ჯაბა ხოფერია 27-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირა.
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ხობში, ჭალადიდის გზის მონაკვეთზე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, საგაბისონიოსა და საპერტიოს უბნებში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უწყების ცნობით, სოფელ ბულიწყუში მდინარე მუნჩიასთან მოეწყო ნაპირდამცავი ქვაყრილი. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 124 997 ლარი შეადგინა. პროექტების ჯამური ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.
ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები გამკაცრდება
ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები გამკაცრდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა. კანონპროექტის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას,...
1 იანვრიდან, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება გაორმაგდება
2023 წლის 1 იანვრიდან, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება გაორმაგდება და 2000 ლარი გახდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “დეკრეტული შვებულების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემური. მქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში – ეს თანხა 1-ელი იანვრიდან 1000...
გაღმა საჯიჯაოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაიგება რკინა-ბეტონის საფარი, მოეწყობა საგზაო ნიშნები და ეზოებში შესასვლელები. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 282 799 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "შარა-გშამშენი პირველი" აწარმოებს.
ხობში ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საჯარო განხილვაში მონაწილეებს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაჩვენებლები და პრიორიტეტები მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტებს - განათლება, სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ჯანმრთელობის...
ხობში სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს
ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მას საკუთარ ძმისშვილზე, 8 წლის გოგონაზე სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებიან. დაკავებულს ფოთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.