ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, წინაგოლაში ხე-ბუჩქნარისგან და ნატანი მასისგან იწმინდება 4-კილომეტრიანი წყალშემკრები არხი. დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობა. სამელიორაციო სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.

პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ

პარლამენტმა 84 ხმით, დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება. ცვლილების თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. კანონპროექტის მიღებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების...

მერი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა

ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია ევროპის და საქართველოს ჩემპიონატებში საპრიზო ადგილებზე გასულ წარმატებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს შეხვდა. უწყების ცნობით, თითოეულ სპორტსმენს და მათ მწვრთნელებს მუნიციპალური პროგრამით განსაზღვრული წამახალისებელი ფულადი ჯილდო გადაეცემათ. მერი სპორტსმენებს მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.შეხვედრას მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდა. 2023 წელს, სპორტის...

დემურ ქაჯაია ევროპის ჩემპიონია

ხობელი მოკრივე დემურ ქაჯაია ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონია. ინფორმაციას კრივის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს

ნოჯიხევში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. უწყების ცნობით, გზაზე დაიგება ბეტონის საფარი, ამოიწმინდება სანიაღვრე არხები და მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 282 400 ლარია. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის...

პატარა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის ბავშვისა და შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები.

ერთწლოვანი კულტურის მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, “შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ქვეკომპონენტი ამოქმედდა, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან...

ცესკო: 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს

12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. “რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობისა და უცხოელი კოლეგების მონაწილეობით დღეს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა...

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გიორგი ხახუბიამ ხმების 95.3 % მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი წარადგინა. როგორც მან ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დათვლილია ყველა, 165-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. შედეგები კი შემდეგნაირია. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები:  № 21 – ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”)  1 359  ხმა , 4,7 % №41 გიორგი ხახუბია („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)  27 553 ხმა,  95.3 % საკრებულოების შუალედური არჩევნების...

შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო. “გაგაცნობთ 117 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია: № 21 – ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 208 ხმა, 4.67 % №41...