პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 28 აპრილს დაიწყება და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. “2025 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ...
23-25 აპრილს ხანმოკლე წვიმა იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტო 23-25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. “ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება....
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: ქრისტე აღდგა! აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენი ივლტოდნენ პირისგან მისისა; და როგორც ქრება კვამლი, – განქარდნენ … მართლები კი...
ხობში ჩატარდა დასავლეთ საქართველოს პირველობა მკლავჭიდში
ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში, ჩატარდა დასავლეთ საქართველოს პირველობა მკლავჭიდში. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში 14 მუნიციპალიტეტიდან 100 სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილის მფლობელები სიგელებით, მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ.
ნოჯიხევში ახალი ამბულატორია შენდება
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო პროგრამის - "სოფლის ექიმის’’ ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია შენდება. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად მოეწყობა ეზო, ღობე, კანალიზაციის, გათბობის, წყალგაყვანილობის და ელექტროგაყვანილობის სისტემები. სამუშაოებს ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტერმინალი“ ახორციელებს.
15-17 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 17 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება. “ქ. თბილისში 15-16 აპრილს იწვიმებს, 16 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 აპრილს დღისით +12,...
დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახების მიწის ნაკვეთებზე სასათბურე მეურნეობები მოეწყობა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 51 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. “სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანს დევნილებისა და ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. სააგენტო ხელს უწყობს სოფლად...
ხობში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, ბზის უკანონო მოპოვებაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს. უწყების ცნობით, კონტროლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და სამეგრელოში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს. ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში კი, მოქალაქეები ფესვებიანად მოპოვებული, ჯამში...
12-14 აპრილს დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 12-14 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. “ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 12 აპრილს გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება....
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ გიორგი ნადარაია დაინიშნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით ვერავას მოადგილედ გიორგი ნადარაია დაინიშნა. გიორგი ნადარაიას ეკონომიკური განათლება აქვს. ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია (ბაკალავრის და მაგისტრის აკადემიური ხარისხები). გიორგი ნადარაია სხვადასხვა დროს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში მუშაობდა. 2020 წლიდან დღემდე იყო...