გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში, მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, დალუქულია, ჯამში, 175 ერთეული უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი). „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტების...
კულტურის სამინისტრომ “სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება” – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსში - “სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება” - გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორისაა ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის" პროექტი: "სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება". კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს და მისი მიზანია უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და სწავლის...
ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საშეროზიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საშეროზიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად შიდა სასოფლო გზაზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა კიუვეტები, მილხიდები და ეზოებთან მისასვლელები. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 543 630 ლარია.
მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვა დაიწყო
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის პარალელურად, აგროქულების დარიცხვის პროცესი დაიწყო. მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 40,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია...
ხამისკურში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 39528 ლარს შეადგენს. სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ. ინფორმაციისთვის: მიმდინარე...
ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, შემდეგ კი ხეს შეეჯახა.
ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, პროექტის შესაბამისად - ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება 3.3- კილომეტრიანი წყალშემკრები არხი. უწყების ცნობით, პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება წყალშემკრები არხის გამტარუნარიანობა და გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობა. სამელიორაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა. 33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26...
ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი უკვე საქართველოშია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი უკვე საქართველოშია. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. “სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული,...
პირველი მაისის და შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში მინისტადიონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის და შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში მინისტადიონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სრულად რეაბილიტირდება: შუა ქვალონის, პირველი მაისის, ხამისკურის და ქალაქ ხობის (ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონი) ხელოვნურსაფარიანი სტადიონები. მინისტადიონების რეაბილიტაციისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 209 ათას ლარამდეა გამოყოფილი. პირველ...