ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს შეახსენებს

ესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს ახსნებს. ცენტრალური საარჩევნოკომისია პარტიებს, რომლებსაც სურთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა. “როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი). ცენტრალური საარჩევნო...

29-30 აპრილს და 1 მაისს შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 29-30 აპრილს და 1 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. “ქ. თბილისში 29 აპრილს ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 30 აპრილს და 1 მაისს შესაძლოა...

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 28 აპრილს დაიწყება და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. “2025 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ...

23-25 აპრილს ხანმოკლე წვიმა იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტო 23-25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. “ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება....

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: ქრისტე აღდგა! აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენი ივლტოდნენ პირისგან მისისა; და როგორც ქრება კვამლი, – განქარდნენ … მართლები კი...

ხობში ჩატარდა დასავლეთ საქართველოს პირველობა მკლავჭიდში

ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში, ჩატარდა დასავლეთ საქართველოს პირველობა მკლავჭიდში. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში 14 მუნიციპალიტეტიდან 100 სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილის მფლობელები სიგელებით, მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ.

ნოჯიხევში ახალი ამბულატორია შენდება

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო პროგრამის - "სოფლის ექიმის’’ ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია შენდება. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად მოეწყობა ეზო, ღობე, კანალიზაციის, გათბობის, წყალგაყვანილობის და ელექტროგაყვანილობის სისტემები. სამუშაოებს ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტერმინალი“ ახორციელებს.

15-17 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 17 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება. “ქ. თბილისში 15-16 აპრილს იწვიმებს, 16 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 აპრილს დღისით +12,...

დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახების მიწის ნაკვეთებზე სასათბურე მეურნეობები მოეწყობა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 51 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. “სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანს დევნილებისა და ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. სააგენტო ხელს უწყობს სოფლად...

ხობში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, ბზის უკანონო მოპოვებაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს. უწყების ცნობით, კონტროლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და სამეგრელოში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს. ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში კი, მოქალაქეები ფესვებიანად მოპოვებული, ჯამში...