”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელში გარე განათების სისტემა მოეწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, განათების სისტემა დამონტაჟდა: ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა პირველ ხორგაში, პატარა ფოთში, შავღელეში, ჯაპიშაქარში, პირველ მაისში (საკვიკვინიო, ბულიწყუ, ჭიხუ), ბიასა და ბია-საშონიოში. ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მიმდინარე წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 23 ადმინისტრაციულ ერთეულში 49 პროექტი განხორციელდება....
ხობელმა მკლავჭიდელებმა ორი მედალი მოიპოვეს
ყაზახეთის ქალაქ ალმათში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ მკლავჭიდელებმა ორი მედალი მოიპოვეს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, 60 კგ. წონით კატეგორიაში (მარჯვენა მკლავი) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა დათუნა ჟიშკარიანი, ხოლო 60 კგ. წონით კატეგორიაში (23-წლამდელები, მარჯვენა მკლავი) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა დანელიამ.
ხობში, ინტელექტუალური და სპორტული შეჯიბრებები გაიმართა
დღეს, ქალაქ ხობში „ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში, მერიის და მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით ადმინისტრაციული ერთეულების ახალგაზრდული გუნდების მონაწილეობით ინტელექტუალური თამაში, ხოლო ცენტრალურ პარკში სპორტული შეჯიბრებები გაიმართა. „ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ცენტრალურ პარკში დიჯეის კონცერტით დასრულდება.
შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 15 და 19 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა...
მიმდინარეობს სტადიონის მშენებლობა
ხობის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი - საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. ქალაქ ხობში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, ადგილობრივი ბიუჯეტის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით აშენდება. უწყების ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური საფარის დაგება, განათების, ტრიბუნების და ელექტრო ტაბლოს მოწყობა. აშენდება ფეხბურთელთა გასახდელი შენობა და კეთილმოეწყობა...
მასწავლებლის ეროვნულ დღედ 27 ოქტომბერი დაწესდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ახალი ინიციატივის თანახმად, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად, ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება მასწავლებლის...
გაიმართა ნუგზარ ლემონჯავას სახელობის ტურნირი ფეხბურთში
29 აგვისტოს, პაატა თათარიშვილის სახელობის ხობის ცენტრალურ სტადიონზე, ხობის "კოლხეთი-2"-ის ყოფილი ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა. პირველობის გამარჯვებული და ნუგზარ ლემონჯავას სახელობის თასის მფლობელი ფოთის „კოლხეთი“ გახდა. მეორე ადგილი ხობის "კოლხეთის" ნორჩმა ფეხბურთელებმა დაიკავეს, ხოლო მესამე ადგილზე მარტვილის საფეხბურთო სკოლა გავიდა. საფეხბურთო ტურნირში ხობის, ფოთის,...
ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე დახვდებათ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. “შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64). შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს,...
გაიმართა გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალი
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგა ჭითანავას სახელობის მინი-სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის გოგა ჭითანავასა და ჯარისკაცის ლევან ტურავას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა. მემორიალური ტურნირის გამარჯვებული ხეთის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა. ფინალურ მატჩს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ხობის...
გამოცდების აპელაციის შედეგები 29 აგვისტოს გამოქვეყნდება
ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ 29 აგვისტოს გამოქვეყნდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგების გვერდზე ასევე გამოქვეყნდება გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. “აქვე შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის – 30 აგვისტოს 18:00 საათამდე –...







