ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ “ვოსორიტიდთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ “ვოსორიტიდის” თაობაზე გაცნობებთ, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლის მოსამზადებლად, ექსპერტების ჯგუფმა, ინტენსიური მუშაობის პირობებში, პროტოკოლის პროექტი მოამზადა, რომელიც ექსპერტიზისა და შეთანხმებისთვის, გაიდლაინების ეროვნულ საბჭოს, მიმდინარე წლის 27 ივნისს გაეგზავნა. „გაიდლაინების“ საბჭოს წევრების შენიშვნები, ასევე მწარმოებლის მიერ დაყენებული...
გაიმართა კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში
21 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის და ფოთის „ჭაბონამას“ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ. საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული და კობა შუბითიძის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა. უწყების...
ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განცხადების მიღება ორშაბათიდან იწყება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, უკვე მოეწერა ხელი კონტრაქტებს უცხოეთის იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ. “ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კონტრაქტებს უკვე მოეწერა ხელი შერჩეულ კლინიკებთან. ორშაბათიდან შეგვეძლება განაცხადების მიღება და პროცესის ორგანიზება. სპეციალური ბორდის მეშვეობით მოხდება განხილვა, ბავშვი საქართველო იმკურნალებს, თუ რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაშვება...
ნოჯიხევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კუთხე ნოჯიხევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. კეთილმოწყობილი გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, გია ჩაბალუხასთან ერთად დაათვალიერეს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 632 000 ლარს შეადგენს.საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი...
„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს
2023 წლის 11 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა „ქუთაისი-სოხუმის” DN 500მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი დააზიანა, რის შედეგადაც გაზის მიწოდება შეუწყდა, ზუგდიდის, ხობისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებს. ამის შესახებ ინფორმაციას „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კომპანიამ უწყვეტი მუშაობის შედეგად, ავარიის მასშტაბურობისა და სირთულის მიუხედავად, საკუთარი ძალებითა და...
მერია: სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებზე 505 540 ლარის დახმარება გაიცა
მიმდინარე წელს ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ "მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში 1118 ბენეფიციარი დააფინანსა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ექვსი თვის მონაცემებით, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს 505 540 ლარის დახმარება გაეწიათ. ინფორმაციისთვის: პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და წლიური ბიუჯეტი 881950 ლარს შეადგენს.
მიმდინარეობს მიწის სისტემური რეგისტრაცია
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს აწარმოებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022-2024 წლებში აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო...
პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი ექვსი თვეა
ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი” აგრძელებს განაცხადების მიღებას
ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი”, რომელიც წელს მეხუთედ ტარდება და მოიცავს სამეგრელოს რეგიონის სამ რაიონს (სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა) აცხადებს “ერთი ლექსის კონკურსს”. დაინტერესებულ პირებს ნაწარმოებების წარმოდგენა შეეძლებათ 1 აგვისტომდე. ფესტივალი კი, 1, 2, 3 სექტებერს გაიმართება. (ელ-ფოსტა: quji2019@gmail.com) დებულება 1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართულენოვან ავტორს (გარდა წინა წლებში გამარჯვებული ავტორებისა). 2. კონკურსის...
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა კომისიებმა დაიწყეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა შესაბამისმა კომისიებმა დილიდან დაიწყეს. უწყების ცნობით, სამუშაოების დროულად და კოორდინირებულად ჩატარებისთვის რეგიონში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე. დაზიანებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან. სტიქიის ზონაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის...