დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში, ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ჯემალ შეროზიამ შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მონაწილეები პირადად გაეცნენ...
დღეიდან, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა
1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა. დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სმაინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში...
სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება
2024 წლის 1 იანვრიდან, სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რეგულაციით, სტომატოლოგიური კლინიკის ან კაბინეტის გახსნამდე შეტყობინება უნდა გაეგზავნოს რეგულირების სააგენტოს, რომელიც დაწესებულებას, მაქსიმუმ, 2 თვის განმავლობაში შეამოწმებს და ყველა სავალდებულო სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გასცემს დადებით დასკვნას, რაც დაწესებულებას მიანიჭებს საქმიანობის დაწყების უფლებას. "ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური...
ონკოპაციენტებს, როგორც გეგმიური ისე გადაუდებელი ოპერაციები დაუფინანსდებათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც,...
მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
ხიბულაში მე-12 კლასელმა გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოზარდი საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.
მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. თორსა - სკოლის შემოღობვა და არხის რეაბილიტაციაწინაგოლა - ნაპირსამაგრის მოწყობაყულევი - სკვერის რეაბილიტაციანოჯიხევი (დასახლება) - რკინის ცხაურის მოწყობა მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამით გათვალისწინებული პროექტების განსახორციელებლად 922 000 ლარია გამოყოფილი. ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა დასახლების კრებებსა...
საგვიჩიოსა და ახალ ხიბულაში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს და ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგვიჩიოში ხე-ბუჩქნარისგან და ნატანი მასისგან იწმინდება 3-კილომეტრიანი წყალშემკრები არხი, ხოლო ახალ ხიბულაში - 1.4 - კილომეტრიანი არხი. სამელიორაციო არხების რეაბილიტაციის შედეგად გაიზრდება არხების გამტარობა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობა. სამელიორაციო სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
„მე მიყვარს ხობი“
დღეს, ქალაქ ხობში სადღესასწაულო ღონისძიება “მე მიყვარს ხობი“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი და ტრადიციული მეგრული კერძების მომზადების მასტერკლასი გაიმართა. მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. საზეიმო ღონისძიებაზე 2023 წლის ხობის საპატიო მოქალაქეთა, ღვაწლმოსილ პედაგოგთა და წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული...
დღეს “მე მიყვარს ხობი” გაიმართება
დღეს, ხობის ცენტრალურ პარკში "ხობელობა 2023" გაიმართება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრში, სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. იხილეთ ღონისძების პროგრამა: 14: 00 - მხატვრების თამარ ნადირაძე- ბუკიას და ნათია სანიკიძის ნამუშევრების გამოფენა; 14:30 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; 15:00 - შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები; 16:00 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი; 17:00...
ნოჩხონში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოჩხონში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ნოჩხონში გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია გაეცნენ. პროექტის შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ეზოებთან მისასვლელების მოწყობა. სარეაბილიტაციო ობიექტზე ასფალტის საფარის პირველი ფენა დაგებულია...