ხეთაში და ხამისკურში სტიქიის დროს დაზიანებული ხუთი ობიექტის რეაბილიტაცია განხორციელდა

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის და ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის დროს დაზიანებული ხუთი ობიექტის რეაბილიტაცია განხორციელდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამ ადგილას მოეწყო ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურა და ორი ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდა. "პროექტების განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა გზების და მიწის ნაკვეთების ჩამორეცხვის, ასევე საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი. საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის...

საჯიჯაოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს, ხამისკურის და ნოჯიხევის საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად რეაბილიტირდება სამი ბაღი, მოეწყობა სათამაშო მოედნები, აღიჭურვება ინვენტარით, ხოლო ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. საბავშვო ბაღის...

ონკოპაციენტები წამლებს სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებენ

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ მათ სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციარებს, აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს,...

ხობის მერია მწუხარებას გამოთქვამს ნუგზარ წურწუმიას გარდაცვალების გამო

ხობის მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ნუგზარ წურწუმიას გარდაცვალების გამო. "ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი სპორტსმენის, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ნუგზარ წურწუმიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მის ახლობლებს, მეგობრებს და გულშემატკივრებს. ნუგზარ წურწუმია: მსოფლიოს 2023 წლის ვიცე-ჩემპიონი ევროპის 2023 წლის...

ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა. ნუგზარ წურწუმია საკუთარ სახლში, სოფელ ნოჯიხევში გარდაცვლილი იპოვეს.

საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში ნატანი მასისგან იწმინდება წყალშემკრები არხი

ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება 2 -კილომეტრიანი მთავარი წყალშემკრები არხი. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად საკარმიდამო მიწის ნაკვეთების და გზის სავალი ნაწილის დატბორვის რისკი შემცირდება, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობის ზრდას შეუწყობს ხელს. სამელიორაციო სისტემის სარეაბილიტაციო...

ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა

ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60 პროცენტამდე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე,...

ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებს მიმართავს

ხვალიდან, 3 ივლისიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, რომ გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ, ასევე თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი. “გამოცხადდით გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას; თან...

ხობის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო. აღსაზრდელთა რეგისტრაცია შესაძლებელია: ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების “ 25-ვე სტრუქტურულ ერთეულში. რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ბავშვის დაბადების მოწმობა (2 ეგზემპლარი); ჯანმრთელობის ცნობა (ჩატარებული აცრების მითითებით); შშმ ბავშვის შემთხვევაში, ფორმა №IV-100 ან ფორმა №50 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაგა-ბაღში...

ხამისკურში ნაპირდამცავი გაბიონების მშენებლობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირდამცავი გაბიონების მშენებლობა მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 165 720 ლარს შეადგენს. უწყების ცნობით, პროექტების განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთზე გზები და მიწის ნაკვეთები არ ჩამოირეცხება. საქართველოს მთავრობამ ხობის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის...