ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. მიხეილ სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.

ხობის მერმა მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს - ლულა ჯიქიას, ნათელა ხუნწარიას და ნათელა ალექსანდრიას ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უხუცეს ქალბატონებს დედის და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად ანგარიშზე თანხა ჩაერიცხათ.

ხობში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ ხობში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნურსაფარიანი მოედნის, განათების, ტრიბუნების და ელექტრო ტაბლოს მოწყობა. აშენდება ფეხბურთელთა გასახდელი შენობა და კეთილმოეწყობა ეზო. "სამშენებლო სამუშაოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ, მერის...

გუბერნატორი დღეს მოქალაქეებს ხობში შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას ახალი ინიციატივის შესაბამისად მოქალაქეების მიღება უშუალოდ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები დღეს ხობში გაიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, საჯარო მმართველობის საკითხებში კონსულტანტი დავით გვიშიანი და ხობის მერი დავით ბუკია ესწრებოდნენ. უწყებსი ცნობით, მოქალაქეთა მიღებები პერმანენტულად სამეგრელო-ზემო...

მერია-ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზენის სასერგიოს უბანში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია, ხოლო ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირდამცავი ჯებირის მოწყობა მიმდინარეობს. საჯიჯაოში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მერია აწარმოებს, ხოლო ყულევში პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას...

6 მარტს, ხობში მოქალაქეთა მიღებას გიორგი გუგუჩია გამართავს

6 მარტს, 11:00 საათიდან ხობში მოქალაქეთა მიღებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია გამართავს. მიღება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ჩატარდება.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. „საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში....

ნოჩხონში გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოჩხონში გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 589 526 ლარი შეადგინა. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.

“ლაშა ღლონტი ოჯახთან ერთად“

1 მარტს, 18:00 საათზე, ხობის კულტურის სასახლეში გაიმართება კონცერტი "ლაშა ღლონტი ოჯახთან ერთად“. კონცერტის მხარდამჭერია: ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“.