გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილის და ბოსტნეულის 400-მდე ნიმუშს იღებს. უწყების ცნობით, კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი წესები. “სურსათის ეროვნული სააგენტო ეყრდნობა მხოლოდ საერთაშორისო (ISO) სტანდარტის მქონე აკრედიტებულ ლაბორატორიაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგებს. შესაბამისად, საეჭვო ხელსაწყოების...
შუა ხორგაში ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშების ფინალური მატჩები გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის, ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშების ფინალური მატჩები გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ხობის მუნიპალიტეტის მერია ავრცელებს. ტურნირის გამარჯვებული ჭალადიდის გუნდი გახდა, მეორე ადგილი პირველი ხორგის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი შუა ხორგის გუნდმა დაიკავა. სპორტულ შეჯიბრებას ზვიად დათუაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად,...
22-24 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. “ქ. თბილისში ღამის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერება....
ხობში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა
ქალაქ ხობში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შშმ ბავშვთა სახლის სრული რეაბილიტაცია „ხობის მუნიციპალიტეტში სოციალური დაცვის ცენტრის რეაბილიტაციის“ პროექტის ფარგლებში იაპონიის საელჩოს დაფინანსებით...
ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო ეზოებთან მისასვლელები და რკინა-ბეტონის კიუვეტები. სამუშაოების ღირებულება 441 695 ლარს შეადგენს. ახალ ხიბულაში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
ჯანდაცვის სამინისტრო ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს
ჯანდაცვის სამინისტრო, რისკის ჯგუფებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში უნდა დაიცვან. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუკავშირდით ექიმს. ძლიერმა სიცხემ შესაძლოა, გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის...
15 ივლისს ვლაქერნობა აღინიშნება
15 ივლისს ვლაქერნობა აღინშნება. დღესასწაული განსაკუთრებულად ზუგდიდში აღინიშნება. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული. დილის ცხრა საათზე, დადიანების მუზეუმიდან სასულიერო პირებმა გამოაბრძანეს ღვთისმშობლის კვართი, შემდეგ, რამდენიმე წუთით ის დაბრძანებულ იქნა ქალაქის ცენტრში აღმართულ ღვთისმშობლის მოზაიკურ ხატთან. ივერიის...
ხობის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო
ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო. აღსაზრდელთა რეგისტრაცია შესაძლებელია: ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ 25 სტრუქტურულ ერთეულში. რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია: * ბავშვის დაბადების მოწმობა (2 ეგზემპლარი); * ჯანმრთელობის ცნობა (ჩატარებული აცრების მითითებით); * შშმ ბავშვის შემთხვევაში, ფორმა №IV-100 ან ფორმა №50 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო...
ხობში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება
ქალაქ ხობში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მოქალაქეებს 11 ივლისს, 11:00 საათიდან, ქალაქ ხობში, ცოტნე დადიანის ქუჩა N187-ში, ხობის კულტურის სასახლის ფოიეში, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ აქციაში. სისხლის უანგარო დონაციის აქცია „გაიღე სისხლი, მიეცი იმედი: ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და...