საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ იმუშავებენ

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, განაცხადა, რომ სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა 4 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება. “4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს“, – განაცხადა ღიბრაძემ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობა 4 სექტემბრიდან არ აღდგება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგძლივდება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. 

ხობში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 23 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 183 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 55 პირი. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 41 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 47 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 ადამიანი. აბაშის...

“ქართულმა ოცნებამ” ხობში მერობის კანდიდატად დავით ბუკია წარადგინა

“ქართული ოცნების” ლიდერებმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში მერობის კანდიდატად დავით ბუკია წარადგინა.

საფეხბურთო მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი საფეხბურთო მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება. მაყურებლის გარეშე ჩაივლის 2 სექტემბერს ბათუმში საქართველოს და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი.

25 აგვისტოდან კვების ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებენ

25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. “25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად 23:00 საათისა დასაშვები იქნება 22:00 საათამდე. პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კორონავირუსით ხობის მკვიდრი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 13 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 183 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 49. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 40 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 41 კოვიდ პაიენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 48 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პირი....

საქართველოში კორონავირუსის 4901 და გარდაცვალების 74 შემთხვევაა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 782 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 74 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4...

ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში იუსტიციის სახლები ჩაერთვებიან

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მოქალაქეები დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეძლებენ. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაციაზე დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა ეწვიონ ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში – 2 405 405 სერვისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი; შაბათს და კვირას...

სამეგრელო – ზემო სვანეთში 313 პაციენტია კოვიდინფიცირებული

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 914 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 298 შემთხვევა, აჭარა – 877, იმერეთი – 789, ქვემო ქართლი – 355, შიდა ქართლი – 318, გურია – 188, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 313, კახეთი – 452, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი –...