„მუსიკალური საღამო“ გაიმართა

ხობში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით „მუსიკალური საღამო“ გაიმართა, რომელიც კონცერტით დასრულდა. მუსიკალურ საღამოში მონაწილეობა ქართული ესტრადის მომღერლებმა მიიღეს. ცენტრალურ პარკში მაყურებლის წინაშე ,,თბილისური კვარტეტი”, „ქართული ხმები“, „ჩვენი კვარტეტი“, ნათია პერანიძე, მაია ჯაბუა, ნუკრი კაპანაძე, ნეკა სებისკვერაძე, ნინო გულიაშვილი, ლიკა დოლიძე და „ლაიქ ბენდი“ წარდგნენ. მოწყობილი იყო საბავშვო გასართობი სივრცეები, გაიმართა ადგილობრივი...

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა

დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებს სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედლებზე დამთავრება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ მიულოცა და სიგელები გადასცა. შეხვედრას მერის მოადგილე დავით ბერაია და სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ.„ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში თითოეულ მოსწავლეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად...

ტრენინგი გენდერული თანასწორობის საკითხებზე

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ქალთა ფონდ "სოხუმის“ ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "გენდერი, გენდერული ძალადობა“. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფონდის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის ფორმების, პრევენციის ღონისძიებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ისაუბრეს. მომხსენებლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ფონდის მიერ შემუშავებული ძალადობის მსხვერპლთა სერვისების შესახებ. ტრენინგს ხობის...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს აქვეყნებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. უწყების ცნობით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება...

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან რვა წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიას ორი ხობელი ახალგაზრდა – ინდირა და ლიზი ზარანდიები ემსხვერპლა. ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს. 2015 წლის 13 ივნისს...

საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული-,ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “საკითხი, რომელიც ვფიქრობ, საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს, ეს არის სუროგაციის საკითხი. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ შევქმენით დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭო. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, ეს არის სუროგაცია და ამასთან დაკავშირებული პრობლემები....

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება

საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “ჰაერის დაბინძურების საკითხი ყველას გვაწუხებს. ჩვენს ქალაქში, დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში ძალიან დიდი პრობლემაა. დეტალური კვლევები გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა. მინდა მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ. ჩვენ დიდი ხანია, რამდენიმე წელია საწვავზე სტანდარტი დავაწესეთ...

ქართული ხალხური ცეკვის ფესტივალ-კონკურსი ჩატარდა

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სენაკის ორგანიზაციის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქორეოგრფიული სტუდია ,,კუჩხიბედინერის“ - ხელმძღვანელი: ზვიად გვასალია, ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკში, ლეგენდარული სუხიშვილების ოქროს თაობის მოცეკვავის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, სენაკის საპატიო მოქალაქის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქართული ხალხური ცეკვების ტრადიციული ფესტივალ-კონკურსი ,,კუჩხიბედინერი - 2023“ ჩატარდა. ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობა სენაკის,...

„ბრემენელი მუსიკოსები“

დღეს, ხობის კულტურის სასახლის დიდი დარბაზის სცენაზე სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის დასმა, ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით დადგმული მუსიკალური სპექტაკლი - ,,ბრემენელი მუსიკოსები“ წარადგინა. სპექტაკლის ჩვენება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ მიმდინარე წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 23 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და 23 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. რეგიონის მასშტაბით 2021-2022 წლებში დაიწყო და მიმდინარეობს - 12 საბავშვო ბაღის მშენელობარეგიონის მასშტაბით 2021 – 2022 წლებში დასრულდა -...