ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კუთხე ნოჯიხევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. კეთილმოწყობილი გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, გია ჩაბალუხასთან ერთად დაათვალიერეს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 632 000 ლარს შეადგენს.საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი...
„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს
2023 წლის 11 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა „ქუთაისი-სოხუმის” DN 500მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი დააზიანა, რის შედეგადაც გაზის მიწოდება შეუწყდა, ზუგდიდის, ხობისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებს. ამის შესახებ ინფორმაციას „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კომპანიამ უწყვეტი მუშაობის შედეგად, ავარიის მასშტაბურობისა და სირთულის მიუხედავად, საკუთარი ძალებითა და...
მერია: სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებზე 505 540 ლარის დახმარება გაიცა
მიმდინარე წელს ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ "მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში 1118 ბენეფიციარი დააფინანსა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ექვსი თვის მონაცემებით, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს 505 540 ლარის დახმარება გაეწიათ. ინფორმაციისთვის: პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და წლიური ბიუჯეტი 881950 ლარს შეადგენს.
მიმდინარეობს მიწის სისტემური რეგისტრაცია
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს აწარმოებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022-2024 წლებში აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო...
პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი ექვსი თვეა
ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი” აგრძელებს განაცხადების მიღებას
ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი”, რომელიც წელს მეხუთედ ტარდება და მოიცავს სამეგრელოს რეგიონის სამ რაიონს (სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა) აცხადებს “ერთი ლექსის კონკურსს”. დაინტერესებულ პირებს ნაწარმოებების წარმოდგენა შეეძლებათ 1 აგვისტომდე. ფესტივალი კი, 1, 2, 3 სექტებერს გაიმართება. (ელ-ფოსტა: quji2019@gmail.com) დებულება 1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართულენოვან ავტორს (გარდა წინა წლებში გამარჯვებული ავტორებისა). 2. კონკურსის...
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა კომისიებმა დაიწყეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა შესაბამისმა კომისიებმა დილიდან დაიწყეს. უწყების ცნობით, სამუშაოების დროულად და კოორდინირებულად ჩატარებისთვის რეგიონში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე. დაზიანებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან. სტიქიის ზონაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის...
სტიქიის გამო გაზის მიწოდება მოსახლეობისთვის შეფერხდა
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა დააზიანა ქუთაისი-სოხუმის DN500მმ მაგისტრალური გაზსადენი. “აქედან გამომდინარე, 11 ივლისის 07:50 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება სრულად შეუწყდა ზუგდიდის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს, ასევე ანაკლიის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის,...
ხობში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ ხობსა და სოფლებში დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, გზები და სავარგულები. წყალი შევიდა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე და სახლებში. ჩამორეცხილია გზები, დაზიანებულია ხიდბოგირები, მდინარემ რამდენიმე ადგილას გაარღვია დამბა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისგან იწმინდება არხები და ღელეები. სტიქიის ზონაში იმყოფებიან მერიის ხელმძღვანელი პირები და...
სტიქიამ პრობლემები შექმნა ხობში
წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნას. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისგან იწმინდება სანიაღვრე არხები და ღელეები. ადგილზე მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ჯგუფები. "ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზების სავალი ნაწილი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და სავარგულები.ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის...










