საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს 15 სექტემბერია და მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ. მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს...
ლევან ჭოჭუას სახელობის ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა
დღეს, ქარიატას ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, ლევან ჭოჭუას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა. საფეხბურთო პირველობის გამარჯვებული და ლევან ჭოჭუას სახელობის თასის მფლობელი ყულევის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ქარიატის „ქარიენტემ“დაიკავა. ფინალურ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უწყების ცნობით, სპორტული...
ხობის ადგილობრივ ორგანიზაციას დავით ბუკია უხელმძღვანელებს
„ქართული ოცნების“ კონფერენციაზე ხობის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს. ხობის პარტიულ ორგანიზაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია უხელმძღვანელებს. დღესვე, კონფერენციები გაიმართება სენაკსა და ფოთში.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოძრაობა იზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე მდ.არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), მიმდინარეობს დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები. საავტომობილო გზბის დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, ერთი კვირის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება.
სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ორმაგდება სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა. განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად მიიღებენ 300 ლარიან სტიპენდიას. რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა...
სეს: საყანე ფართობები ფაროსანას საწინააღმდეგოდ თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს განაგრძობს. თხილის მოსავლის აღების შემდეგ, ფაროსანა სიმინდზე ინაცვლებს. საყანე ფართობების მონიტორინგის შედეგად, იმ მასივებში, სადაც მავნებლის გადაჭარბებული კონცენტრაცია ფიქსირდება, სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა თერმული ნისლით წამლობას ახორციელებს. უწყების ცნობით, ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოში, იმერეთის,...
”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ცხრა სოფელში გარე განათების სისტემა მოეწყო
”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელში გარე განათების სისტემა მოეწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, განათების სისტემა დამონტაჟდა: ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა პირველ ხორგაში, პატარა ფოთში, შავღელეში, ჯაპიშაქარში, პირველ მაისში (საკვიკვინიო, ბულიწყუ, ჭიხუ), ბიასა და ბია-საშონიოში. ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მიმდინარე წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 23 ადმინისტრაციულ ერთეულში 49 პროექტი განხორციელდება....
ხობელმა მკლავჭიდელებმა ორი მედალი მოიპოვეს
ყაზახეთის ქალაქ ალმათში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ მკლავჭიდელებმა ორი მედალი მოიპოვეს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, 60 კგ. წონით კატეგორიაში (მარჯვენა მკლავი) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა დათუნა ჟიშკარიანი, ხოლო 60 კგ. წონით კატეგორიაში (23-წლამდელები, მარჯვენა მკლავი) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა დანელიამ.
ხობში, ინტელექტუალური და სპორტული შეჯიბრებები გაიმართა
დღეს, ქალაქ ხობში „ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში, მერიის და მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით ადმინისტრაციული ერთეულების ახალგაზრდული გუნდების მონაწილეობით ინტელექტუალური თამაში, ხოლო ცენტრალურ პარკში სპორტული შეჯიბრებები გაიმართა. „ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ცენტრალურ პარკში დიჯეის კონცერტით დასრულდება.
შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 15 და 19 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა...










