ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნებაზე ჯარიმები გაიზარდა

პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა. ასევე,...

შავღელეში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან ბაირამი მიულოცეს

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ მიულოცა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყურბან-ბაირამის ლოცვა შავღელეს მეჩეთის წინამძღვარმა, ზურაბ ტარიელაძემ აღავლინა. ინფორმაციისთვის: ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული სამი დღე გრძელდება და რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება.

შეხვედრა ოჯახში ძალადობის საკითხზე

დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის და გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან გენდერული თანასწორობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე შეხვედრები გაიმართა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომელმა თამთა ალანიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებში სპეციალისტმა თამუნა სიჭინავამ და არასამთავრობო ორგანიზაცია „დავიწყოთ ახლას“ დირექტორმა ნანა გოგოხიამ მოქალაქეებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, გენდერული...

მერმა მკლავჭიდელებს გამარჯვება მიულოცა

ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის მოადგილე დავით ბერაია მოლდოვაში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულ და პრიზიორ ხობელ მკლავჭიდელებს და მათ მწვრთნელს შეხვდნენ და პირველობაზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცეს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ პირველობაზე ხობელმა მკლავჭიდელებმა სხვადასხვა სინჯის 7 მედალი (4 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო)...

პირველ მაისში ხიდი და გაბიონი მოეწყო

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკვიკვინიოში მდინარე მუნჩიაზე საცალფეხო ხიდის მშენებლობა და ხიდთან – ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა დასრულდა. უწყების ცნობით, პირველ მაისში განხორციელებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურული პროექტები მერიამ, მოსახლეობის წინადადების საფუძველზე, ადგილობრივი ბიუჯეტის და სტიქიის შედეგად...

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ განახორციელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე განახორციელებს, – ამის შესახებ განცხადებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. “საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე...

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი – მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი დაიღუპა. ინფორმაციისთვის: რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 46 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

გამოცდები 2023 – ის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო

აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ.  “შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.  ცენტრი...

დასუფთავების მოსაკრებლის ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში, "საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით რეგიონული ტრენინგი და დასუფთავების მოსაკრებლის ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ხოსრუაშვილმა, დასუფთავების მოსაკრებლის ელექტრონული პროგრამის მუშაობის პრინციპებზე და ადმინისტრირების მექანიზმზე ისაუბრა. ტრენინგს, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, ფოთის მერის...

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოტანილი დადგენილებები საჯაროდ გამოქვეყნდება

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოტანილი დადგენილებები, კანონით განსაზღვრულ ვადაში, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.police.ge – ზე გამოქვეყნდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოტანილი დადგენილება ან გადაწყვეტილება, მოქალაქეს რეგისტრირებულ ან განცხადებაში მითითებულ მისამართზე გაეგზავნება. იმ შემთხვევაში თუ პირს, დადგენილება ან გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდება, ბრუნდება...