ხობის ცენტრალურ პარკში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო და სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა. ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში მაყურებლის წინაშე ანსამბლი „კოლხეთი, ქორეოგრაფიული, სამეჯლისო და სპორტული ცეკვებისა და საესტრადო სიმღერების ჯგუფები და სამუსიკო სკოლის გუნდები წარდგნენ. ბავშვების მხიარულ განწყობაზე დრამერები ზრუნავდნენ, სადღესასწაულო საღამო კი დიჯეი GIO-ს კონცერტით გაგრძელდა. ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის...
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთის ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
22 დეკემბერს, ხობში აინთება საახალწლო ნაძვის ხე
22 დეკემბერს, ხობის ცენტრალურ პარკში საზეიმო ვითარებაში აინთება საახალწლო ნაძვის ხე. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 17:00 -კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით (კულტურის სასახლის დიდი დარბაზი) 18:00 - დრამერების შოუ. 19:00 - ნაძვის ხის ანთება. 19:30 - დიჯეი GIO. საზეიმო ფეიერვერკი. 25 დეკემბერი, 15:00 - საახალწლო ზეიმი ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. 26 დეკემბერი, 15:00 -...
ხობში საახალწლო ღონისძიება 2 იანვარს გაიმართება
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 2 იანვარს ხობში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ადგილი: ცოტნე დადიანის 187, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 13:00-14:00 - საახალწლო მელოდიები. 14:00 – კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა. 14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი და კვების სივრცეები. 14:00-18:00 –...
ხობში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” 42 პროექტი განხორციელდა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული 49 პროექტიდან 42 დასრულებულია, ხოლო 7 უახლოეს პერიოდში დასრულდება. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებმა საპროექტო წინადადებებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.
ხობში მომავალ წელს დაგეგმილია ხუთი მინისტადიონის რეაბილიტაცია
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს, დასრულდა ხელოვნურსაფარიანი სამი მინისტადიონის მშენებლობა. უწყების ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. 2024 წელს დაგეგმილია ხუთი მინისტადიონის სრული რეაბილიტაცია.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის და გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ღელე შხერულაზე ხიდის და გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტს ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერით მერია ახორციელებს. "პროექტით გათვალისწინებულია ლითონის ხიდის მშენებლობა, ორ ადგილას რკინა-ბეტონის მილხიდის და ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით გზაზე გადაადგილება უსაფრთხო გახდება, ხოლო საკარმიდამო მიწის...
წიწვოვანი მცენარეების რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. “გაუფრთხილდი შენი ქვეყნის უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს – ნუ მოჭრი ნაძვს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტში, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, სახელმწიფო ორგანოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით სხვადასხვა ტიპის ღონისძიება გაიმართა. მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირი თამუნა სიჭინავა და შსს ხობის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელი ხათუნა ესებუა ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდნენ და...