2015 წელს, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიას ორი ხობელი ახალგაზრდის – ინდირა და ლიზი ზარანდიების სიცოცხლე ემსხვერპლა. ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას და მათი საფლავები...
საჯიჯაოში და ძველ ხიბულაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საჯიჯაოში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნება, ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა და ხიდის რეაბილიტაცია. ძველი ხიბულაში მიმდინარეობს მილხიდის, ხიდბოგირის და ორი ხიდის რეაბილიტაცია. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 272276 ლარს შეადგენს. საქართველოს მთავრობამ ხობის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 705000 ლარი გამოუყო.
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები შეხვედრის მონაწილეებს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა სოფია კვიკვინიამ გააცნო. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მომხსენებელმა ისაუბრა კანონით გათვალისწინებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა: მონაცემთა...
შუა ქვალონში მინისტადიონის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ხობის მუნიციპალირეტის მერიის ინფორმაციით, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა, ხოლო პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 60592 ლარი შეადგინა. რეაბილიტირებული სპორტული მოედანი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს. მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით საჯიჯაოს...
ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. “საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი...
შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შავღელეში ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება 3-კილომეტრიანი მთავარი წყალშემკრები არხი. პროექტის განხორციელების შედეგად საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი შემცირდება, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობის ზრდას შეუწყობს ხელს. სამელიორაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს...
მოქალაქეებს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება
დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც ჩვენს ორი ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა, აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით....
ხობი ბავშვთა დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ხობის ცენტრალურ პარკში, 13:00 საათიდან 19:00 საათამდე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 13:00 ხობის ცენტრალური პარკი - სპორტული შეჯიბრებები გაიმართება. მძლეოსნობა; მკლავჭიდი; მაგიდის ჩოგბურთი; ბაგირის გადაწევა; 14:00 ბავშვთა ნახატების გამოფენა. სურათის გადასაღები სტენდი; სახის მოხატვა; კოსტუმირებული ანიმატორების პროგრამა; საპნის ბუშტების შოუ; 16:00 კულტურის...
ხამისკურში და პირველ მაისში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონების რეაბილიტაცია დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონების რეაბილიტაცია დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. რეაბილიტირილებული სპორტული მოედნები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს. მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდება...
ხობში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გიორგი იოსავა და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი, გია ჩაბალუხა გაეცნენ. ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება...