27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება. “დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია...

მერია – ხობში თოვლისგან იწმინდება საავტომობილო გზები

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სპეციალური ტექნიკის გამოყენებით თოვლისგან იწმინდება საავტომობილო გზები. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თოვლმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდება ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს. პრობლემურ უბნებზე მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები,

23-25 თებერვალს თოვლია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა. “საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა....

მომდევნო დღეებში ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. “დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხობში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დაგეგმილი დასახლების კრებები და მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა. ხობის ,მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კრებებსა და კონსულტაციებზე მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგისტრირებულმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით 52 პრიორიტეტული პროექტი შეარჩია.

ხობში დათა ხურცილავას სახელობის ტურნირი დასრულდა

16 თებერვალს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორიალური ტურნირის გამარჯვებული სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე ქალაქ ხობის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა. ტურნირში ქალაქ ხობის, თორსა-დღვაბის,...

15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი,...

ხობში დათა ხურცილავას სახელობის ტურნირი დაიწყო

ქალაქ ხობში, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის თასის გათამაშებამ მინი ფეხბურთში. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში ქალაქ ხობის, თორსა-დღვაბის, ახალსოფლის, ხამისკურის, საჯიჯაოს, ხეთის, ახალი ხიბულის, გურიფულის, ეროვნული გვარდიის და სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდები მონაწილეობენ.

11-13 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტო 11-13 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “11-12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და უნალექო მინდი. ღამის საათებში დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. 13 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება, მთაში მოთოვს. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1,-3, დღისით კი +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება....

ხობის მუნიციპალიტეტში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის, ხეთის და თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში (საკუკავო, ხამისკური, საქირიო, ლარჩვა, ნოჩხონი, ოხვამეკარი, წინაგოლა, ხეთა, თორსა, დღვაბა და საბუკიო) დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით სოფლისთვის პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებს დაუჭირა მხარი....