გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. “ქ. თბილისში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14-15 თებერვალს...
საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, პროექტის შესაბამისად 3,3-კილომეტრიან მონაკვეთზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები. სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 180 ათასი ლარია. შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
პროკრატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე სამ პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის ფაქტზე სამ პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ხობის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია და ხელმძღვანელობდა სამ პირზე ჯგუფურ ძალადობას. ორგანიზატორი და კიდევ ორი ბრალდებული ძალადობით, თავს დაესხნენ...
მერიამ ახალგაზრდული საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო
ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს ‐ ახალგაზრდული საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 14-დან 29 წლის ჩათვლით ასაკის ახალგაზრდებს. ახალგაზრდული საბჭოს მიზანია: ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობა, ახალგაზრდული პოლიტიკის...
1 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 29-30 ნოემბერს და 1 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 1 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბრიდან ზოგან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. “ქ. თბილისში უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29-30 ნოემბერს...
ხობში სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტები ხორციელდება
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტები ხორციელდება. უწყების ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება წყალშემკრები არხი და მოეწყობა რკინის ცხაური. ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩიდან სპორტის ქუჩამდე მოეწყობა რკინაბეტონის სანიაღვრე არხი. ინფრასტრუქტურული პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 124 343 ლარს შეადგენს. სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის პროექტების...
პირველი იანვრიდან საქართველოში სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარება იკრძალება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც პირველი იანვრიდან შედის ძალაში, ინფორმაციას ავრცელებს. “გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ 2022 წლის 8 ივნისის N 304 დადგენილებაში...
მომდევნო დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტო 25-30 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 1 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. “ქ. თბილისში უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ...
პოლონური წარმოშობის მქონე მოქალაქეების საყურადღებოდ
მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოში (იმერეთი, გურია, სამეგრელო) მცხოვრები პოლონური წარმოშობის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. ჩვენი მიზანია მონაცემთა ბაზის შექმნა და პოლონური წარმოშობის მქონე მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა შესაძლებლობებზე: კონკურსები; პოლონური ენის კურსები; პოლონეთის მთავრობის მიერ შეთავაზებული პროგრამები და ა.შ. თუ თქვენ გაქვთ პოლონური წარმოშობა ან გაქვთ ინფორმაცია პოლონური წარმოშობის მქონე მოქალაქეებზე...
2026 წელს, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება. გამოცდისთვის რეგისტრაცია 24 ნოემბერს დაიწყება და პირველ დეკემბერს დასრულდება, – აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გივი მიქანაძის თქმით, მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდი ნაწილი ატარებს სახელმწიფო ენის გამოცდებს, რომელთა შედეგების...










