Blog

1-3 ივლისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 1-3 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 1-3 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “1-2 ივლისს ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება. 3...

ხამისკურში გზის და ხეთაში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხამისკურში პროექტის შესაბამისად იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები და რკინა-ბეტონის კიუვეტები. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1,7 მილიონ ლარს შეადგენს....

ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე ხობში

ქალაქ ხობში, ოლიმპიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეჯიბრებები გაიმართა ქუჩის კალათბურთსა და მძლეოსნურ გარბენში. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრების გამარჯვებული და პრიზიორი მონაწილეები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. სპორტულ შეჯიბრებებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, 23 ივნისს მსოფლიოში ოლიმპიადის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად...

ნოჯიხევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპლაიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები და რკინა-ბეტონის კიუვეტები. სამუშაოების ღირებულება 1 250 000 ლარს შეადგენს. გზის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას სრულად რეაბილიტირებული...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სეტყვის შესაძლებლობა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს...

ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.  უწყების ცნობით, 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან  ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი....

9 ივნისიდან მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართება

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და თითოეული მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 2025 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც ხორციელდება კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში. ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება. ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით. გუნდები იასპარეზებენ...

საალანიო-საფაჩულიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საალანიო-საფაჩულიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 3,6 კილომეტრის სიგრძის გზაზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა საგზაო ნიშნები და კიუვეტები. სამუშაოების ჯამური ღირებულება 3 მილიონ 58 ათას ლარს შეადგენს. გზის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და...

ხობელი მკლავჭიდელების წარმატება

რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის მკლავჭიდელებმა წარმატებით იასპარეზეს და სხვადასხვა სინჯის ხუთი მედალი მოიპოვეს. პირველი ადგილი - გიგი ცირდავა (U15), საბა დანელია (U23) მესამე ადგილი - ცოტნე ჯღარკავა (U15), გიგი ცირდავა (U15), ბექა ჟიშკარიანი (U23). (მწვრთნელები: კობა თუთბერიძე, გოგა დანელია) ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. „სოფლად სახლის“...