საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრესსპიკერის ნათია იოსელიანის ბრიფინგი გაიმართა. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს ამ პროცესში მჭიდრო თანამშრომლობისთვის და კოორდინაციისთვის. ასევე, მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისთვის. მონაცემების...
26 სექტემბრიდან ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 სექტემბერის დღის ბოლოდან 28 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, კახეთის ტერიტორიაზე და მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან...
ხობში ვახტანგ ლოლუას საზეიმო დახვედრის ღონისძიება გაიმართა
ხობის კულტურის სასახლეში მსოფლიო ჩემპიონის, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრის, ვახტანგ ლოლუას საზეიმო დახვედრის ღონისძიება გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონსა და მის მწვრთნელებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და გულშემატკივრებმა მიულოცეს. ინფორმაციითვის: ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხობელმა...
საინფორმაციო შეხვედრა არჩევნებზე რეგისტრირებული პარტიების და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) ორგანიზებით მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი...
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, ხობში მობილური ჯგუფების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებში სააგენტოს მობილური ჯგუფების სამუშაოს შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ დასაქმების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრების მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის სააგენტოს სერვისებსა და პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, აქტიური პროგრამებისა და ვაკანსიების გაცნობა. სააგენტოს კონსულტანტებმა მოქალაქეები სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე ადგილზე დაარეგისტრირეს და სხვადასხვა პროფესიული...
ხობში ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 26 სექტემბერს სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს. სააგენტოს ცნობით, ვაქცინაცია სააგენტოს რეგიონულ ოფისებსა და სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში გაიმართება. უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 26 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე. სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციისთვის შემდეგი მისამართები...
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ
საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოგიდგენთ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოთა – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტიული სიების, ასევე მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ. გარდა...
4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის ორგანოთა – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს. ბიულეტენები თბილისის 4 სტამბაში იბეჭდება. პროცესს პერმანენტულად აკვირდებიან ცესკოს წევრები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტამბა „ფავორიტი სტილში“ ბიულეტენის ბეჭდვის პროცესის მიმდინარეობას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაეცნო. „ეს არის ძალიან...
შენი პირველი არჩევნები – ცესკოს თავმჯდომარის მიმართვა ახალგაზრდა ამომრჩეველს, მას ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში
4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები ოთხი წლის ვადით აირჩევენ საკუთარი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების წევრებს. ამ მოქალაქეებს შორის იქნები შენც და კიდევ 46 000-ზე მეტი ის ახალგაზრდა, ვინც წელს პირველად შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას. აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შენი პირველი ნაბიჯი საარჩევნო უფლების გამოყენებაა. სწორედ ამ არჩევნებზე...
ძლიერმა ნალექმა ხობში პრობლემები შექმნა
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოები და სარდაფები. წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო მერიის შესაბამისი სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით გაიწმინდა არხები. მუნიციპალიტეტის დასახლებებში არსებულ სიტუაციას ხობის...










