გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში – შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების...
ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
ხობში მერის სტიპენდიაზე განცხადებების მიღება დაიწყო
ხობის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიაზე განცხადებების მიღება დაიწყო. სტიპენდია ვრცელდება ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხელი ხაზი – 146 ამოქმედდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხელი ხაზი – 146 ამოქმედდა. რეგიონის მოსახლეობა მათთვის საჭირო ყველა კითხვაზე დროულ და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს. მოქალაქეებისთვის ცხელ ხაზზე დარეკვა უფასოა.




