საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მასწავლებლებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის, საქმისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გივი მიქანაძემ პედაგოგებსა და შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე...

