ხობში კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში დაიწყო. ტურნირი ეძღვნება 2004 წელს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სამაჩაბლოში დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას. ტურნირის საზეიმო გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, დაღუპული გმირის ოჯახის წევრები, ადგილობრივი მცხოვრებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს ქუთაისის მესამე ქვეითი...