ჯონი ხეცურიანის მორიგი წარმატება

ხობელმა სპორტსმენმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჯონი ხეცურიანმა, სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 72 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ტარდება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული. ინფორმაციისთვის: საგამოცდო ცენტრები გახსნილია 12 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.