ხობში მოეწყო საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი გარბენი

ქალაქ ხობში, საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით შეჯიბრებები გაიმართა ქუჩის კალათბურთსა და მძლეოსნურ გარბენში. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველობების გამარჯვებული და პრიზიორი მონაწილეები თასებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციისთვის: 23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან...