გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხალმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. “ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია,...
მერია – ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება
ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად იგება ბეტონის საფარი, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, მოეწყობა ბეტონის სანიაღვრე არხები და ეზოებთან მისასვლელები. გზის რეაბილიტაციის სამუშაოები 1 767 000 ლარით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით ხორციელდება....


