ჭალადიდში რძის პროდუქტების არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს შპს „ფერმა ბოჩი“ (მის: ხობის რაიონის სოფ ჭალადიდი, ს.კ 415112185). ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რძის პროდუქტებს აწარმოებდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტზე გამოვლინდა ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა...