ხობის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა ქაჯაიამ, მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და „შავი ზღვის ტერმინალის“ წარმომადგენლებმა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უფასო სასადილოს 155 ბენეფიციარს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი სასურსათო ნობათი გადაეცა. თავის მხრივ, სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში სასურსათო ნობათი გადასცეს...
8-9 აპრილს დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. “აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო...
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა აპლიკანტებს ვებგვერდზე – online.naec.ge – 11 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. უწყბის ცნობით, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ უმაღლეს საგანმანათლებლო...
პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი განისაზღვრა, რომელიც გულისხმობს ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ეტაპი 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. “საყოველთაო რეგისტრაციამდე მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ, საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე სასურველ სკოლაში პრიორიტეტულად...
2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ. “წელს აბიტურიენტებს, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ. სტუდენტები, რომლებიც წელს...
დღეიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 აპრილიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია. პირველი აპრილიდან ასევე ძალაში შედის პლასტმასის...






