ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, მდინარე ცივში - 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილია. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს მეზობლები და ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენჰ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

