ხობში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა

ქალაქ ხობში, ცოტნე დადიანის ქუჩა N195-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 44480 ლარი შეადგინა. ინფორმაციისთვის: ქალაქ ხობში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების განახლების პროგრამის ფარგლებში 13 საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა.