ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდობის სააგენტო იწყებს პროექტს, რომლის მიზანია რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს გაძლიერება, ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ზრდა და შესაძლებლობებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა თითო ახალგაზრდა დელეგატი. დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია იხილეთ აქ.
1 მარტამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში – თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. “დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის...


