საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის ფაქტზე სამ პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ხობის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია და ხელმძღვანელობდა სამ პირზე ჯგუფურ ძალადობას. ორგანიზატორი და კიდევ ორი ბრალდებული ძალადობით, თავს დაესხნენ...

