ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს ‐ ახალგაზრდული საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 14-დან 29 წლის ჩათვლით ასაკის ახალგაზრდებს. ახალგაზრდული საბჭოს მიზანია: ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობა, ახალგაზრდული პოლიტიკის...

