ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებულია ღობე და მოწყობილია განათების სისტემა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკამების მონტაჟი და ხელოვნური საფარის დაგება. მინი სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 88 241...