ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი

ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდობის სააგენტო იწყებს პროექტს, რომლის მიზანია რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს გაძლიერება, ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ზრდა და შესაძლებლობებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა თითო ახალგაზრდა დელეგატი. დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია იხილეთ აქ.

1 მარტამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში – თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. “დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის...

ხეთაში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არარეგისტრირებული სახერხი საამქროები გამოავლინეს შიდა ქართლში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შსს ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გამოვლინდა უკანონო ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ფარდულში. მიმდებარე საქმიან ეზოში კი, სამართალდამრღვევს განთავსებული...

სოფელ ხეთას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აქვს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო...

ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს პერიოდული შეკეთების სამუშაოები, რაც გზის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას გაზრდის. უწყების ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველკლასელთა რეგისტრაცია 18 თებერვალს დაიწყება. „2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები: I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2026 წლის 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური...

18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების...

ხობში დათა ხურცილავას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა

დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორიალური ტურნირის გამარჯვებული ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე ქალაქ ხობის ,,ჭალე,, გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ეროვნული გვარდიის გუნდმა დაიკავა. სპორტულ ღონისძიებას დათა ხურცილავას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის...

14-15 თებერვალს სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. “ქ. თბილისში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14-15 თებერვალს...

საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, პროექტის შესაბამისად 3,3-კილომეტრიან მონაკვეთზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები. სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 180 ათასი ლარია. შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.