ხობში პოლიციამ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი -  1979 წელს დაბადებული ზ.ჭ. თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილმა პირმა არ შეასრულა ერთ-ერთ კომპანიასთან  დადებული ხელშეკრულებით  ნაკისრი ვალდებულებები და კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ...