29 დეკემბერს, ხობში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 29 დეკემბერს, ქალაქ ხობში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 15:00 - ანიმატორების შოუ; 16:00 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი (კულტურის სასახლე); 17:00 - დრამერების შოუ; 18:00 - დუეტ „ჯორჯიას“ კონცერტი (ცენტრალური მოედანი); 19:00 - დიჯეი „გიოს“ კონცერტი; ღონისძიება დასრულდება საზეიმო ფოიერვერკით.